დევიდ ო’სალივანი - ერთადერთი პრობლემა რუსეთთან პირდაპირ ფრენებში არის ის, რომ შემოსასვლელი პუნქტების გამრავლებასთან ერთად მეტი ყურადღებაც გჭირდება - ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში

ერთადერთი პრობლემა რუსეთთან პირდაპირ ფრენებში არის ის, რომ შემოსასვლელი პუნქტების გამრავლებასთან ერთად მეტი ყურადღებაც გჭირდება. ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველო ყველა საჭირო ძალისხმევას იღებს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ქვეყანა [სანქციებისთვის] გვერდის ასავლელ პლატფორმად არ იქნას გამოყენებული. და ყველა საფუძველი გვაქვს გვჯეროდეს, რომ ამ ძალისხმევებს გააგრძელებენ…

საქართველო ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავდება. ბევრი გზა არსებობს, რომლითაც ხალხი ცდილობს სანქციებს გვერდი აუარონ საბაჟო პუნქტების ან ყალბი დეკლარაციების გამოყენებით, და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან შთამბეჭდავი ზომები მიიღეს ამის მონიტორინგისთვის, და დასარწმუნებლად, რომ ეს არ მოხდება. ერთადერთი პრობლემა [რუსეთთან] პირდაპირ ფრენებში, რომლის თქმაც შემიძლია - თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელ პუნქტებს გაამრავლებ, მაშინ მეტი ყურადღება გჭირდება და ყოველი ეს შესასვლელი პუნქტი იგივენაირად გაკონტროლდება, როგორც უკვე არსებული პუნქტები და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ ასე იქნება.

ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მგონია, რომ საქართველოში ეს უფრო სუსტი წერტილია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელსაც [რუსეთთან] სახმელეთო საზღვარი აქვს”, - განაცხადა ო’სალივანმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის