ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლებაზე - თუ  გაიაზრეს პასუხისმგებლობა, რამხელა შარში გაეხვევა ქვეყანა, თუ სანქციების გვერდის ავლის ტერიტორიად გადაიქცა, ეს კარგია

იმედი მაქვს, ახლა მაინც, მას შემდეგ, რაც დახურულ კარს მიღმა მოისმინეს სანქციების კოორდინატორების პოზიციები, ბოლომდე გაიაზრებენ, რამდენად დამაზიანებელი იქნება სახელმწიფოსთვის, ასევე მათთვის პერსონალურად, თუ საქართველო გამოყენებული იქნება სანქციების გვერდის ასავლელად,- ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის დევიდ ო’ სალივანის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯეიმს ო’ბრაიენის და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ვიზიტსა და მათ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პასუხისმგებლობაა ადგილზე იყოს ძლიერი და პრევენციული სისტემა, რომელიც არ დაუშვებს სანქციების გვერდის ავლას და მიუღებელია რიტორიკა, რომ "სანქციები არ მუშაობს".

"ახლა მაინც, ამ შეხვედრების შემდეგ ამ პასუხისმგებლობას თუ გაიაზრებენ და ითანამშრომლებენ იმისათვის, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს, ეს იქნება ყველასთვის უკეთესი და თუ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს მათში ამ პასუხისმგებლობის გაღვივებას, მხოლოდ მივესალმები. რუსეთი არ ერიდება ადამიანების ხოცვა-ჟლეტას და გენოციდს. ის ცხადია, ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ სანქციებს თავი დააღწიოს. ამიტომ საქართველოს პასუხისმგებლობაა ადგილზე იყოს ძლიერი და პრევენციული სისტემა, რომელიც არ დაუშვებს სანქციების გვერდის ავლას. ეს სისტემა რამდენად აქვს საქართველოს შექმნილი და რამდენად ადეკვატურად იმუშავებს, ამაზე საჭიროა ყოველდღიურად ძალისხმევის მიმართვა კოორდინირებულად და არა ის რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ "სანქციები არ მუშაობს", "სანქციებს არ შევუერთდებით" და ა.შ. ამას სჭირდება კომპეტენტური, სახელმწიფოებრივი მიდგომა და თუ ამ შეხვედრის შემდეგ მათ გაიაზრეს თავის პასუხისმგებლობა და რამხელა შარში გაეხვევა ეს ქვეყანა სანქციების გვერდის ავლის ტერიტორიად თუ გადაიქცა, ეს კარგია, ე.ი. ამ დელეგაციამ თავის როლი შეასრულა",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა