ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო რომ არ უერთდებოდა სანქციებს, პარტნიორებმა მშვენივრად იცოდნენ - ალბათ, იყო უფრო მკვეთრი და არა მკაცრი საუბრები ერთი-ერთზე დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, მაგრამ ზოგადი შეფასებები, რაც გაკეთდა, საკმაოდ დადებითია

ზოგადი შეფასებები, რაც გაკეთდა, საკმაოდ დადებითია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სანქციების საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტზე საუბრისას განაცხად.

ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, მათ ფაქტობრივად თქვეს, რომ საქართველოს ტრანზიტულ ქვეყნად გამოყენება არ ხდება.

„ის, რომ საქართველო არ უერთდებოდა სანქციებს, ეს მათ მშვენივრად იცოდნენ. დიდი ხანია ამაზეა ლაპარაკი და ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ცნობილია. იყო ეჭვი და კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ხდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ტრანზიტად იმისათვის, რომ რუსეთს ის დასახელებული 38 სახეობის საქონელი მიეწოდოს, რომელსაც ის ომისთვის გამოიყენებს უკრაინაში. ალბათ, იყო უფრო მკვეთრი და არა მკაცრი საუბრები, როდესაც ერთი-ერთზე იყო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მაგრამ ზოგადი შეფასებები, რაც გაკეთდა, საკმაოდ დადებითია. ფაქტობრივად, მათ თქვეს, რომ საქართველოს ტრანზიტულ ქვეყნად გამოყენება არ ხდება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პირადად მან სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის განცხადებებში სიხისტე ვერ დაინახა.

„გამორიცხვით არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ სიხისტე სად ამოიკითხეს მაინტერესებს, განცხადების რომელ ნაწილში? გასაგებია, რომ პირდაპირ არასდროს არაფერს ამბობენ, მაგრამ ამბობენ ხოლმე დიპლომატიურად, ოღონდ საკმაოდ მკაცრად, როცა ეს საჭიროა. თუკი შემდეგ კიდევ სადღაც უნდა დამუშავდეს და ა.შ. შეეძლოთ ძალიან მოკლე ბრიფინგი გაეკეთებინათ, ან საერთოდ არ გაეკეთებინათ არანაირი განცხადება და წასულიყვნენ, აუცილებლობა კი არაა, რომ ბრიფინგი გამართონ. თუ ტექსტს წავიკითხავთ საკმაოდ კარგი შეფასება მისცეს, იმის უკან ვინ რა დაინახა, მე ეს არ ვიცი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი