წყალქვეშა ნავ „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს

აშშ-ის სანაპირო დაცვამ ჩაძირული წყალქვეშა ნავის, „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინა. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, აღმოჩენილ ნაწილებს ამერიკელი მედიკოსები ოფიციალურ ანალიზს ჩაუტარებენ.

უწყება კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარე გამოძიებას საწყის ეტაპზეა. სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭოს (MBI) ხელმძღვანელის, კაპიტან ჯეისონ ნოიბაუერის განცხადებით, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმ ფაქტორების გასაგებად, რამაც გამოიწვია „ტიტანის“ კატასტროფული დაკარგვა.

შეგახსენებთ, რომ წყალქვეშა ნავი „ტიტანი“, რომელსაც „ტიტანიკის“ ნამსხვრევების მოსანახულებლად 5 მგზავრი გადაჰყავდა, ატლანტიკის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაუჩინარებული ნავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის მიზეზი აფეთქება გახდა. ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა