ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღეები იმართება

28 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს.

ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლიათ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებსა და დაინტერესებულ პირებს:ფსიქიკური ჯანმრთელობა; კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია; შუა საუკუნეების კვლევები; ფილოსოფია; რომანული ფილოლოგია; ,,პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“ და „რეგიონული კვლევები“; ანგლისტიკა; სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის კვლევები; გერმანიის კვლევები – კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება; ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია); საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება; გამოყენებითი ენათმეცნიერება; შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა; ადიქციის კვლევები; არქეოლოგია; რელიგიის კვლევები; სოციოლოგია; სოციალური მუშაობა; თანამედროვე საქართველოს ისტორია; ცოცხალი თეატრის ხელოვნება.

„პროგრამის ხელმძღვანელები და ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები გაგაცნობენ ამომწურავ ინფორმაციას პროგრამების შესახებ.

შეხვედრებზე პროგრამების წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები გაგიზიარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილებას და ისაუბრებენ იმ პერსპექტივების შესახებ, რომელთაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს - პროგრამების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ; საგანმანათლებლო რესურსებისა და მათი ხელმისაწვდომობის შესახებ; პროგრამაზე დაშვების პირობებისა და მიღების პროცედურების შესახებ; საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაციის შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

განრიგის სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს.

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი იხ. ბმულზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის