საია-ს თავმჯდომარე - ძალადობის ფაქტები ერთ ხელწერას ჰგავს და აჩენს განცდას, რომ შეიძლება იყოს ორგანიზებული - აუცილებელია შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც ამ ქმედებებს შეიძლება ახალისებდეს

ძალადობის ფაქტები, რომლებიც დროში ერთმანეთს ემთხვევა და რაღაცნაირად ერთ ხელწერას ჰგავს, აჩენს იმის განცდას, რომ შესაძლოა, ეს არ იყოს ცალკეული შემთხვევები და ამას უფრო ორგანიზებული სახე ჰქონდეს, - ამის შესახებ საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ცალკეულ პოლიტიკოსებსა და "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მსგავსი ძალადობის შემთხვევები გამოძიებული იყოს.

"ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გამოვლინდეს, ხომ არ აქვს ამას ორგანიზებული სახე და არის თუ არა ეს რაღაც ეპიზოდებად დაყოფილი. ასევე, მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ამ ქმედებებს გარკვეულწილად, შეიძლება ახალისებდეს კიდეც, აუცილებლად უნდა შეწყდეს," - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის