ბორჯომის მერია - ბორჯომში, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ბორჯომში, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყო მიწისქვეშა სანიაღვრე ქსელი, გრანიტის ქვაფენილიანი ტროტუარები და დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი.

„ბორჯომში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სოფელსა და საკურორტო დაბაში გზის რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბორჯომისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და დარწმუნებული ვარ, ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კუთხით არაერთი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ოთარ არბოლიშვილმა.

მერიის ცნობითვე, კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს შპს „ბილტმორმა" განახორციელა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება