კასპში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა კასპში, მორიგი თანამედროვე სტანდარტების ტიპის სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ პავლიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ახალ შენობაში, სადაც 20 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, მოწყობილია თანამედროვე სტანდარტის სამუშაო, სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები. შენობაში განთავსებულია სპორტული დარბაზი, სამზარეულო და სრულად ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. განყოფილებაში, ასევე გათვლილია სპეციალური სადგომი 4 სპეციალური სახანძრო და სამაშველო ავტომანქანისათვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო-სამაშველო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2023 წელს სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნა, ასევე დაგეგმილია დაბა აბასთუმანშიც,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია