“ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერი ყოველწლიური ანგარიშით გამოვა, “ხელმოცარული ოპოზიციის“ მხრიდან საბოტაჟისა და პროვოკაციის მცდელობას ექნება ადგილი, რისთვისაც მზად არიან.
ზარქუას თქმით, პლენარული სხდომის ჩაშლის შესაძლებლობას არავის მისცემენ.
“ხელმოცარული საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ალბათ, საბოტაჟისა და პროვოკაციის მცდელობა იქნება, მაგრამ იცით ჩვენი პრემიერ-მინისტრი - მთელი საქართველო იცნობს, ის ამისთვისაც მზად იქნება, ჩვენც მზად ვართ და არავის მივცემთ უფლებას, რომ მოსმენა ჩაშალოს ან პროვოკაციული ქმედებები განახორციელოს.
მაქსიმუმ ერთ-ორი სისულელე თქვან და შემდეგ დარბაზს დატოვებენ, რაც მათი ხელწერაა. ჩვენ ხელს არ შევუშლით, რომ ვისაც მოსმენა არ უნდა, დარბაზი დატოვონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.