იაგო ხვიჩია სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტზე - საჭიროდ არ მიიჩნიეს ეთქვათ იმაზე მეტი, რაც თქვეს - კარგია, რომ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით

საჭიროდ არ მიიჩნიეს ეთქვათ იმაზე მეტი, რაც თქვეს - კარგია, რომ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით, - ასე ეხმიანება "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან სანქციების კოორდინატორების ვიზიტს საქართველოში.

მისი თქმით, მხოლოდ ის, რომ ქვეყანა სკანდალში არ აღმოჩნდა, პოზიტიური გავლენას ვერ მოიტანს და მათგან კრიტიკაც მოისმინა.

„ეს არ იყო პოლიტიკური ვიზიტი, მგონია, რომ ეს იყო ტექნიკური ვიზიტი იმ ხალხის, რომელსაც ევალება თვალი ადევნოს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებას. შესაბამისად, მათ საჭიროდ არ მიიჩნიეს, ეთქვათ იმაზე მეტი, რაც თქვეს და კარგია, რომ ჩვენ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით. თუმცა, რომ გითხრათ, რომ ეს უზარმაზარ პოზიტიურ გავლენას მოიტანს ქვეყნისთვის, ნაკლებად მგონია, რადგან ამ ხალხმა კრიტიკული ნაწილიც თქვა და გულისწყვეტა იმაზე, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს ან მის ნაწილს მაინც,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი დევიდ ო სალივანი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერი იმყოფებოდნენ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში