შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებთ, რომ ძალადობის წახალისება დასრულდეს - არამხოლოდ ძალადობის წახალისება, ძალადობის იდეის დაფინანსება ხდება

ყველას მოვუწოდებთ, რომ ძალადობის წახალისება დასრულდეს. არამხოლოდ ძალადობის წახალისება, ძალადობის იდეის დაფინანსება ხდება. ჩვენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შემთხვევაში ვნახეთ, სემინარებზე როგორ არის საუბარი ძალადობრივ რევოლუციაზე, საუბარია, თუ როგორ ხდება იარაღის აწყობა და დაშლა, ეს ფინანსდება, მათ შორის, ევროპული და ამერიკული ფონდების მიერ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ძალადობის წახალისება და კულტივირება ფიზიკურ ძალადობაში გადადის.

„დიდი ხანია ვაკვირდებით ძალადობის კულტივირებას ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ძალადობის კულტივირება და მისი წაქეზება მიმდინარეობს. მათ შორის, გვახსოვს, როდესაც რამდენიმე თვის წინ, ამ პარლამენტის გარშემო ადამიანმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციას და ცოცხლად წვავდა. დღემდე ემპათიით საუბრობენ ამ მოვლენასთან დაკავშირებით და ამით, რა თქმა უნდა, ძალადობას ახალისებენ.

ყოველგვარი ძალადობა, მისი წახალისება, კულტივირება, საუბარი, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ასე შემდეგ, ამით იწყება და ხდება აგრესიის დაგროვება, შემდეგ ეს ფიზიკურ ძალადობაში გადადის.

დიდი ხანია, რაც ამაზე ვსაუბრობთ, ყველას მოვუწოდებთ, რომ ეს ძალადობის წახალისება დასრულდეს. არამხოლოდ ძალადობის წახალისება, ძალადობის იდეის დაფინანსება ხდება. ჩვენ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შემთხვევაში ვნახეთ, სემინარებზე როგორ არის საუბარი ძალადობრივ რევოლუციაზე, საუბარია, თუ როგორ ხდება იარაღის აწყობა და დაშლა, ეს ფინანსდება, მათ შორის, ევროპული და ამერიკული ფონდების მიერ.

შეგახსენებთ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში, პარლამენტი დღემდე აწარმოებს მონიტორინგს სიძულვილის ენის გამოყენებაზე პოლიტიკოსების მხრიდან, ზოგადად მედიაში. რამდენჯერმე მოვუწოდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებსაც, რომ ჩაერთონ ჯგუფში იმისთვის, რომ შევაფასოთ, თვითრეფლექსია მოვახდინოთ.

ძალადობის მთავარი მიზეზი, მათ შორის, არის ის, რომ ძალადობის კულტივირება ხდება, მათ შორის ძალადობრივი და აგრესიული რიტორიკით”, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის