შალვა პაპუაშვილი - მოლოდინია, რომ ხვალინდელ მოსმენაზე პრემიერის მხრიდან იქნება ძლიერი არგუმენტები და კიდევ ერთხელ ვნახავთ დამარცხებულ ოპოზიციას

მოლოდინია, რომ ხვალ, პრემიერის მხრიდან გამოსვლა იქნება ძლიერი არგუმენტებით და ასევე ვნახავთ, როგორც წინა შემთხვევებში, კიდევ ერთხელ დამარცხებულ ოპოზიციას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, ხვალ დაგეგმილ, პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მოლოდინი ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით აქვს.

„თუ გავითვალისწინებთ განსაკუთრებულ ბოლო დროინდელ მოვლენებს და იმას, რამდენად ჩაიშალა სააკაშვილთან და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით მათი წელიწადნახევრიანი ყალბი პროპაგანდა, როგორ იქცეოდნენ რუსეთში არეულობის დროს, რა სახე აჩვენეს საკუთარ საზოგადოებას (ყველამ დაინახა, რომ ისინი იმ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, საქართველო პირდაპირ გადაეშვებოდა ისეთ ესკალაციაში, რომელიც საქართველოს ბევრჯერ უნახავს, მათ შორის ასეთი ხალხის მონაწილეობით), თავისთავად მოლოდინია, რომ ხვალ, პრემიერის მხრიდან გამოსვლა იქნება ძლიერი არგუმენტებით და ასევე, ვნახავთ, როგორც წინა შემთხვევებში, კიდევ ერთხელ დამარცხებულ ოპოზიციას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 30 ივნისს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. პრემიერის მოსმენა პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.რეგლამენტის გათვალისწინებით, პლენარულ სხდომაზე მოსვლამდე, პრემიერმა პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენება წერილობითი ფორმით წარუდგინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება