ლიეტუველი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობენ

აჭარაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების მოწვევა გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიებისა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს მასპინძლობს რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისინი ბათუმსა და მთიან აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს თავიანთ გამომწერებს გაუზიარებენ, რაც ხელს შეუწყობს ლიეტუველი ტურისტების რეგიონში მოგზაურობის სტიმულირებას.

„ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილების მონახულების შემდეგ ჟურნალისტები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მუზეუმებსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ. ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც აქტიურ სეზონზე ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს. ამ ეტაპზე, რეგიონს უკვე სტუმრობდა პოლონელი, ებრაელი, ყაზახი, უზბეკი, თურქი, არაბი, გერმანელი, სერბი, სამხრეთ კორეელი და ლატვიელი ჟურნალისტები. გასულ წელს, კი ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის