სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი, რომელიც მისთვის 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას შეეხებოდა, დაუშვებლად ცნო

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი, რომელიც მისთვის 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას შეეხებოდა, დაუშვებლად ცნო.

"განცხადება საქმეზე "სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ", ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ ერთხმად ცნო მიუღებლად. გადაწყვეტილება საბოლოა", – ნათქვამია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს განცხადებაში.

უკრაინის წინააღმდეგ მომზადებული სარჩელით მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის გაუქმებისა და ქვეყნიდან გაძევების გამო, მისი უფლების აღიარებას ითხოვდა.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ განცხადებაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5§1 (თავისუფლებაზე და პირად ხელშეუხებლობაზე უფლება), მე-6§2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია), მე-8 (კერძო ცხოვრების და საცხოვრებლის პატივისცემაზე უფლება), მე-11 (შეკრებების თავისუფლება), მე-13 (დაცვის ეფექტურ საშუალებაზე უფლება) და მე-18 (უფლებების გამოყენების შეზღუდვა) მუხლების დარღვევაზე მიუთითებდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა