ირაკლი ნადირაძე - კახა კალაძეს და თბილისის მერიას შეეძლოთ სატენდერო პირობები ისე დაეწერათ, რომ რუსულ კომპანია „კამაზს“ ტენდერში არ გაემარჯვა

კახა კალაძეს და თბილისის მერიას შეეძლოთ სატენდერო პირობები ისე დაეწერათ, რომ რუსულ კომპანია „კამაზს“ ტენდერში არ გაემარჯვა - ახლა გამოდის, რომ კალაძე და თბილისის მერია პუტინის ომს უკრაინაში თბილისელების ფულით აფინანსებს, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში რუსულ კომპანია „კამაზის“ გამარჯვებას.

მისივე თქმით, ამის გაკეთება არის ყოვლად მიუღებელი იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომლის 20 პროცენტი არის ოკუპირებული.

კახა კალაძეს და თბილისის მერიას შეეძლოთ სატენდერო პირობები ისე დაეწერათ, რომ რუსული კომპანია „კამაზს“ ტენდერში არ გაემარჯვა და მათთვის რამდენიმე მილიონი ლარი არ გადაერიცხა, რადგან ეს ფული, ფაქტობრივად, უკრაინაში რუსეთის ომის დასაფინანსებლად მიდის. „კამაზი“, სამოქალაქო ტრანსპორტის გარდა, ასევე სამხედრო ტექნიკას აწარმოებს, ეს არის ტექნიკა, რომლითაც სხვადასხვა რაკეტები, ჭურვები, აღჭურვილობა გადააქვთ და ამის გაკეთება არის ყოვლად მიუღებელი, იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომლის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ კახა კალაძე და თბილისი მერია პირდაპირ თბილისელების ფულით პუტინის ომს აფინანსებს,“ - განაცხადა ნადირაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა