არმაზ ახვლედიანი - ზოგჯერ, ზახაროვას სურვილები და "ქართული ოცნების" დამოკიდებულება კვეთს ერთმანეთს - ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" ორჯერ მაინც დაფიქრდებიან, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ

ზოგჯერ ხდება, რომ ზახაროვას სურვილები და "ქართული ოცნების" დამოკიდებულება კვეთს ერთმანეთს, ეს არის საქართველოს ტრაგედია - ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" ორჯერ მაინც დაფიქრდებიან, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი მარია ზახაროვას განცხადებას, რომ რუსეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა აფხაზეთის გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს.

ახვლედიანი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არა ქართველი ხალხის, არამედ ვიწროპარტიული და ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, ამიტომ ვერაფერს გამორიცხავს.

"ზახაროვა ყოველთვის გვეუბნება იმას, რაც სურს კრემლს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ ამბობს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და ვიწროპარტიული და ივანიშვილების ინტერესებით მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში, ზოგჯერ ხდება, რომ ზახაროვას სურვილები და "ქართული ოცნების" დამოკიდებულება სადღაც კვეთს კიდეც ერთმანეთს, ეს არის საქართველოს ტრაგედია. სულ არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც გადაიკვეთოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მგრძნობიარე, განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ალბათ, ორჯერ მაინც დაფიქრდებიან, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ," - განაცხადა ახვლედიანმა

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის