„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე მოლდოვაში  IRI-ს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე მოლდოვაში IRI-ს კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მოლდოვას პრეზიდენტი და ევროპარლამენტარები მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი საგანგებოდ შერჩეულ სეპარატისტულ რეგიონში, გაგაუზიაში ტარდება.

„საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ თუ რა არის ევროინტეგრაცია, რატომ არის ეს სასარგებლო მოლდოვისთვის, უკრაინისთვისა და საქართველოსთვის, რატომ არის ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მნიშვნელოვანი, რაში გვეხმარება ევროკავშირი და ა.შ. როგორი უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საფუძვლები; რუსეთის აგრესია უკრაინაზე და რუსეთთან მიმართებაში როგორი უნდა იყოს მოლდოვას უსაფრთხოების პოლიტიკა, ისე როგორც სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა“, - განაცხადა ბარამიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის