თამარ კორძაია -  „ქართული ოცნება“ მზად არის, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს - ერთ-ერთ მომენტში ის მხარდამჭერებს ვერ გააკონტროლებს

„ქართული ოცნება” არის მოძალადე ხელისუფლება, ოღონდ ამოფარებულია რიგით მოქალაქეებს, მათ მხარდამჭერებს, რომლებიც უკვე ქუჩაში აღარ ერიდებიან დაპირისპირებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

თამარ კორძაიას მოსაზრებით, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება შეიძლება ერთ მომენტში სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს.

„ქართული ოცნება“ მოქალაქეებს აპირისპირებს ერთმანეთს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ის გადის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. „ქართული ოცნება“ მზად არის, რომ ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება და ერთ-ერთ მომენტში ის ვერ გააკონტროლებს მის მხარდამჭერებს. ეს ძალადობა მისგანაა ლეგიტიმირებული. მოძალადეებს გამოუშვებს, მერე ეუბნება გაჩერდით, რაღაც მომენტში ვერ გააკონტროლებს იმიტომ, რომ გასცდა ეს ძალადობა მხოლოდ ცნობადი სახეების მიმართ ძალადობას. „ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო საქმეების უფროსი ასე სასტიკად სცემეს. ვის უშლიდა ხელს? ცნობადი სახე იყო, ტელევიზორში გამოდიოდა, რამეს ლაპარაკობდა თუ რა? „ქართული ოცნება“ გაცილებით უფრო მეტ რისკზე მიდის ქვეყნის გახლეჩის თვალსაზრისით.

პოლიტიკოსები რას აკეთებენ პარლამენტში?! ისინი პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებით შებურვით აქეზებენ ძალადობას. მაგრამ როდესაც მათ მიმართ გამოიყენება პოლიტიკური სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მაგალითად, „რუსები“, „რუსული წესები“, ეს იმდენად არ მოსწონთ, რომ მზად არიან ისეთი აბსურდული წინადადებები შემოიტანონ, რომ აიკრძალოს ოპოზიციისთვის სიტყვა რუსების გამოყენება. წარმოიდგინეთ, ჩემი კოლეგაა, პარლამენტში ზის, მანდატი აქვს და ამას სესიაზე ლაპარაკობს, ეს ხომ იმას ნიშნავს მისი დამოკიდებულება როგორია, ამას ახმოვანებს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით