თაზო დათუნაშვილი - ქვეყანა ორად გახლიჩეს, გრაფიკით მომუშავე სამანქანო მაგისტრალს ახლა გაჩერებული რკინიგზა დაემატა - საჭიროა რკინიგზის პრივატიზაცია

ქვეყანა ორად გახლიჩეს, გრაფიკით მომუშავე სამანქანო მაგისტრალს ახლა გაჩერებული რკინიგზა დაემატა, - ასე აფასებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ხარაგაულთან სამგზავრო მატარებლების გაჩერებას.

როგორც ის აღნიშნავს, საჭიროა რკინიგზის პრივატიზაცია.

„რკინიგზა ერთადერთი გზა იყო, რომელიც უწყვეტად აკავშირებდა ქვეყნის დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ეს არის მოშლილი ქვეყანა, კორუფციისაგან მომპალი და გადაგვარებული. შუა საუკუნეებია, ამინდია ჩვენი ბატონი და მხოლოდ განგების იმედად ვართ დარჩენილები, რკინიგზის მენეჯმენტი ამ დროს „სისხლიან ცხრა წელზე“ გვესაუბრება და პოლიტიკური გესლის ნთხევითაა დაკავებული. ამიტომაა საჭირო რკინიგზის პრივატიზაცია, ხელმოცარული და ბოღმიანი ვაი-აქტივისტების სარჩენი ნავსაყუდელი რომ არ იყოს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ლელო“ ავრცელებს.

ცნობისთვის, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა, რის გამოც, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებულია.

როგორც რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის