პრემიერი - თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად, რეკომენდაციების შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, „ომის პარტია“ - მათ არ სურს, ქვეყანამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი მიიღოს

თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად და ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, „ომის პარტია“, რომელსაც არ სურს, რომ ქვეყანამ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლარიზაციის შემცირებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი სტატუსის მინიჭება იქნებოდა.

„თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად და ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ომის პარტია, რომელსაც არ სურს, რომ ქვეყანამ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ისინი ეწევიან საბოტაჟს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. შარშან, როცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი იყო, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუ რომელი ქვეყნებისთვის მიეცა სტატუსი, ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო, მტრული რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციის ავტორი და ხელმომწერი, სპონსორიც, ინიციატორიც იყო ამ დესტრუქციული ომის პარტიის მთავარი დედა პარტია, „ევროპის სახალხო პარტია“. კითხეთ მათ თუ გააკეთეს რაიმე, ან საჯარო მოწოდება, თხოვნა, დემარში, რომ ასეთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე ასეთი უსამართლო, დაუმსახურებელი რეზოლუციის მიღება იქნებოდა შემაფერხებელი ბარიერი ევროპელი ლიდერებისთვის. მათ შორის სკეპტიკურად განწყობილი ლიდერებისთვისაც. მოგეხსენებათ, რომ 27 ქვეყნის ლიდერებს შორის ხშირად არ არსებობს კონსენსუსი. ევროპის გაფართოება არის საკითხი, რომელზეც დიდი დებატები არსებობდა. ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის მათი საბოტაჟის დამადასტურებელი. საბოტაჟის, რომ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. სხვა უამრავი ფაქტი არსებობს. ეს არის გამაოგნებელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ქმედება. ჩვენ კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ სთხოვენ, აღარ მალავენ, საჯაროდ აცხადებენ, რომ არ უნდა მიიღოს საქართველომ სტატუსი, „ქართული ოცნების“ პირობებში. წარმოგიდგენიათ რამხელა ღალატია ჩვენი ხალხისა და ეროვნული ინტერესების?! ჩვენ ველით გონივრულ, ბრძნულ გადაწყვეტილებას. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულდა ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციის დესტრუქციული საბოტაჟის გამო, ეს არის პოლარიზაციის შემცირება. პოლარიზაციის შემცირებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სტატუსის მინიჭება. თუ ისინი რეალურად არიან დაინტერესებულები, რომ შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში, ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს სტატუსი. ამ ხელმოცარული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ევროპული პერსპექტივა, ევროპული დღის წესრიგი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის