ანა დოლიძე -  პარტია „ხალხისთვის“ ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანების სურვილს გამოხატავს

პარტია „ხალხისთვის“ ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანების სურვილს გამოხატავს,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, პარტია „ხალხისთვის“ შეიქმნა იმისთვის, რომ საქართველოში ყველას ჰქონდეს კეთილდღეობა და თანაბარი შესაძლებლობა და მისი პარტია იმუშავებს, რათა ვროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდეს.

„ქართული ოცნების“ ქმედებები არ იყო თანხვედრაში ევროპელ სოციალ-დემოკრატების ფასეულობებთან. იმის მაგივრად, რომ მათ ემოქმედათ თანასწორობისთვის და სოლიდარობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ხელი შეუწყო ერთი პატარა ჯგუფის გამდიდრებას, მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბების ხარჯზე. შესაბამისად, სწორი იყო ევროპის სოციალ-დემოკრატთა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ გარიცხვასთან დაკავშირებით. მოძრაობა და პარტია „ხალხისთვის“ იმთავითვე შეიქმნა იმისთვის, რომ საქართველოში ყველას ჰქონდეს კეთილდღეობა და თანაბარი შესაძლებლობა, ვინაიდან ჩვენ ვართ პარტია, რომელიც დაარსების დღიდან იზიარებდა და იბრძოდა სოციალ-დემოკრატიული ფასეულობებისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ „ხალხისთვის“ გახდეს ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება