ირმა ზავრადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს - წინადადებით შემოვდივარ, როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, სტრიმზე +18 დაედოს, აღარ შეიძლება უკვე ამათი მოსმენა

ბატონო შალვა, წინადადებით შემოვდივარ, როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ სტრიმზე +18 დაედოს, აღარ შეიძლება უკვე ამათი მოსმენა, - ასე მიმართა მმართველი პარტიის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

გარდა ამისა, მან საკუთარი გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომელიც პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს, დაუსვა კითხვები.

„ბატონო შალვა, წინადადებით შემოვდივარ, როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ სტრიმზე +18 დაედოს, აღარ შეიძლება უკვე ამათი მოსმენა. დიდუბის რაიონში 204-მა ახალგაზრდამ დაამთავრა ოქროს მედალზე სკოლა. ძალიან დიდ ღონისძიებაზე მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მოსულები. მე კითხვებიც იქიდან წამოვიღე და დანაბარებიც. ეს კითხვებია: რატომ არ ეძლევა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებას მსვლელობა და რატომ არ ხდება იმ ადამიანების იზოლირება, რომლებმაც ისარგებლეს გულწრფელი ახალგაზრდებით და მათი საშუალებით ცდილობდნენ ქვეყნის ამოტრიალებას. მიგაჩნიათ, თუ არა რომ საჭიროა უფრო მკვეთრი განცხადებების გაკეთება იმ ძალების მიმართ, რომლებიც აქტიურად ცდილობენ გამიჯნონ ერთმანეთისგან ხალხი და მის მიერვე არჩეული ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი თუ ევროპარლამენტი.

მაქვს კიდევ ერთი სურვილი - გისურვებთ ქვეყნისთვის კონსტრუქციულ, არამოღალატეობრივი ოპოზიციის ყოლას და პირობა, რომ პრიგოჟინის პარტიის ქართული ფილიალი, რომლის ლოგოზე „კასტილი“ უნდა იყოს, არასდროს რომ დაბრუნდება ხელისუფლებაში“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა