ხათუნა სამნიძე - ნინო წილოსანმა არასამთავრობოების მოწოდება უნდა გაითვალისწინოს და პოსტი დატოვოს - საერთაშორისო იმიჯისთვის უკეთესია, თუ გენდერულ საბჭოს ოპოზიციონერი ქალი უხელმძღვანელებს

გენდერთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება წილოსანის დამსახურება არ არის - წარმოუდგენელია ქალთა უფლებების დამცველობის პრეტენზიის მქონე დეპუტატმა ძალადობისკენ მოუწოდოს, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის განცხადებას, რომელიც მოითხოვს ნინო წილოსანმა გენდერული საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

გარდა ამისა, სამნიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციები რომლებიც ამას მოითხოვენ, საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციები არიან და თუ ისინი არ აპირებენ წილოსანთან თანამშრომლობას, როგორც საბჭოს თავმჯდომარესთან, ეს პრობლემას შეუქმნის საბჭოს მუშაობას, ამიტომ წილოსანმა ეს უნდა გააცნობიეროს და პოსტი დატოვოს.

"შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის გენდერთან დაკავშირებული პუნქტი, მაგრამ ეს არ არის ნინო წილოსანის დამსახურება, ამ საკითხზე მუშაობდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ის ორგანიზაციები ეხმარებოდნენ და გვერდში ედგნენ გენდერულ საბჭოს, რომლებმაც დღეს მოითხოვეს ნინო წილოსანის გადადგომა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ წარმოუდგენელია გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დამცველობის პრეტენზიის მქონე დეპუტატმა მოუწოდოს დეპუტატებს ძალადობისკენ და გაამართლოს ძალადობაში მხილებული კაცი. ამ ქვეყანაში თანასწორობაზე, ქალთა უფლებების გაძლიერებაზე მუშაობს ძალიან ბევრი ორგანიზაცია 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ერთი კონკრეტული ადამიანის, მითუმეტეს, ნინო წილოსანის დამსახურება ეს არ არის. ამიტომ გააცნობიეროს, რას უჭერდა მხარს, როცა რუსულ კანონს უჭერდა მხარს, ამით ის არ აღიარებს, რომ სწორედ უცხოური გრანტების მხარდაჭერით გაუმჯობესდა საქართველოში ქალთა მდგომარეობა, ეს უნდა დაინახოს წილოსანმა და მერე ილაპარაკოს საკუთარ როლზე.

მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ის გადადგება, ან პარლამენტის სპიკერი დაინახავს პრობლემას, მაგრამ პარლამენტში არსებობენ ქალები, ვინც კონკრეტულად ადამიანის უფლებებზე სპეციალიზდებიან და აქვთ გაცილებით მეტი მგრძნობელობა ქალთა უფლებებზე, ვიდრე მოგვისმენია წილოსანისგან. დიახ, უკეთესია საერთაშორისო იმიჯისთვის, თუ ამ საბჭოს უხელმძღვანელებს ოპოზიციონერი ქალი," - განაცხადა სამნიძემ.

ინფორმაციისთვის, ქალთა უფლებებზე და გენდერულ საკითხებზე მომუშავე 20- ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ ნინო წილოსანმა გენდერული საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვოს, რადგან თანაგუნდელებს ქალ დეპუტატზე ძალადობისკენ მოუწოდა, ხოლო ძალადობაში მხილებულ შალვა რამიშვილს მხარი დაუჭირა. აღნიშნულს განოეხმაურა ნინო წილოსანიც, რომელიც აღნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორს არ გაუხარდა, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით რეკომენდაცია ევროკავშირმა სრულად შესრულებულად ჩათვალა და ახლა მის გადადგომას ითხოვენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით