პაატა მანჯგალაძე პრემიერს - ატერორებთ მოსახლეობას, ვითომ თქვენ მოიტანეთ მშვიდობა - სანერვიულო გაქვთ თქვენ, ბოდიში თქვენ გაქვთ მოსახდელი, რომ ქვეყანას ისტორიული შანსი აქვს და ამას აკარგვინებთ

თქვენ ატერორებთ საქართველოს მოსახლეობას, ვითომ დიდი მშვიდობისმყოფელები ხართ და თქვენ მოუტანეთ ქვეყანას მშვიდობა - სანერვიულო გაქვთ თქვენ, ბოდიში თქვენ გაქვთ მოსახდელი, რომ ქვეყანას ისტორიული შანსი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამას აკარგვინებთ, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენაში ბოლშევიკური პათოსი, დაგეშვა, გაღიზიანება და სიძულვილი იყო.

„კმაყოფილებას ვატყობ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სახეზე, პრემიერიც კმაყოფილია ამ სიძულვილის, ზიზღის, მოსახლეობის დაგეშების რიტორიკით და ამას უკრავთ ტაშს.

თქვენ ახლა ტაშს უკრავთ და ახალისებთ ძალადობას, იმ ძალადობას, რომელსაც ვხედავთ ბოლო დღეებში. ზურა ჯაფარიძეს, სტუდენტებს, მიშა მშვილდაძეს და ლევან ბერძენიშვილს მიუვარდნენ. თქვენ ახალისებთ ამ ქმედებებით პოლარიზებას, თქვენ ახალისებთ ამ ყველაფერს, საღლიცინოდ საქმე არ გვაქვს. ამასთან ერთად, ატერორებთ საქართველოს მოსახლეობას ვითომ, დიდი მშვიდობისმყოფელები ხართ და თქვენ მოუტანეთ ქვეყანას მშვიდობა. ქვეყანას მშვიდობა მოუტანა უკრაინელების თავდადებულმა ბრძოლამ, მათ შორის, იმ ქართველი ბიჭების, რომლებიც იქ იბრძვიან. პუტინმა ღიად გამოაცხადა, რომ საბჭოთა იმპერიის აღდგენა იყო ამოცანა, მაგრამ კიევთან წაიმტვრია კისერი. კიევი, რომ დაცემულიყო და არ ყოფილიყო წინააღმდეგობა, თქვენ რას აპირებდით? სერგო ორჯონიკიძესავით უომრად შემოუძღვებოდით საქართველოს? როგორ იცილებდით რუსეთთან ომს, მაინტერესებს. მაინტერესებს, როგორ იცილებდა რუსეთთან ომს ღარიბაშვილი, როდესაც პუტინმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ საბჭოთა ბოროტების იმპერიის აღდგენა იყო ამოცანა, წითელი დროშით მიადგნენ კიევს. რატომ ატერორებთ მოსახლეობას? რატომ უწყობთ ხელს ძალადობას?

ერთი რამ მომეწონა მხოლოდ თქვენ გამოსვლაში, რეზერვთან დაკავშირებით, რაღაც თქვით. დანარჩენი იყო ბოლშევიკური პათოსი, დაგეშვა, გაღიზიანება, სიძულვილი. სანერვიულო გაქვთ თქვენ, ბოდიში თქვენ გაქვთ მოსახდელი, რომ ქვეყანას ისტორიული შანსი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამას აკარგვინებთ. სამი რეზოლუცია მივაღებინეთ „ალდეს“, სადაც უპირობოდ დავადასტურეთ, რომ საქართველოს უპირობოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, თქვენ რა გააკეთეთ?!“ - აღნიშნა მანჯგალაძემ სიტყვით გამოსვლისას, რასაც ხმაური მოჰყვა.

კერძოდ, აღნიშნული განცდების შემდეგ, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მანჯგალაძეს მიმართა, რომ ღირსებასა და კაცობაზე ნუ საუბრობს.

„ვაშაძემ საკუთარი ოჯახის წევრი სხვაგან გადაიყვანა და რუსებს მიაქირავა {ადგილი} და შენ მელაპარაკები ღირებულებასა და კაცობაზე?!“, - აღნიშნა ზარქუამ.

ამასთან, “ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, პაატა მანჯგალაძეს ფარჩაკი უწყოდა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ ტურა ეს, ტურა ხარ-მეთქი...ფარჩაკო, შენ!“.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება