„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის სიტყვით გამოსვლსას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
კერძოდ, ჩხუბი მაშინ დაიწყო, როდესაც პაატა მანჯგალაძემ, მმართველ გუნდს მიმართა, რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, ვინაიდან ქვეყანას სტატუსის მიღების ისტორიული შანსი აქვს და აკარგვინებენ.
“ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მანჯგალაძეს მიმართა, რომ ღირსებასა და კაცობაზე ნუ საუბრობს.
„ვაშაძემ საკუთარი ოჯახის წევრი სხვაგან გადაიყვანა და რუსებს მიაქირავა {ბინა} და შენ მელაპარაკები ღირებულებასა და კაცობაზე?!“, - აღნიშნა ზარქუამ.
ამასთან, “ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, პაატა მანჯგალაძეს ფარჩაკი უწოდა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ ტურა ეს, ტურა ხარ-მეთქი...ფარჩაკო, შენ!“