ანა წითლიძე - ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ირაკლის ერთადერთი ფუნქციაა, თავისი სულელური განცხადებებით ირაკლი კობახიძე გადაფაროს - ეს იმისთვის, რომ პრემიერობის პოსტი არ დაკარგოს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთი ფუნქციაა, რომ „თავისი სულელური განცხადებებით“ ირაკლი კობახიძის განცხადებები გადაფაროს, რათა პრემიერის პოსტი არ დაკარგოს.

ანა წითლიძემ პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული განცხადება წაიკითხა და პრემიერს ჰკითხა, თუ ვისი იყო კონკრეტული განცხადება.

როგორც ანა წითლიძემ მოგვიანებით აღნიშნა, სიტყვები ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა.

„ეთანხმება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში გამოთქმულ მოსაზრებას მასთან დაკავშირებით, რომ ის არაკომპეტენტურია და შეგვიძლია ის დავუძახოთ, რაც გვინდა? მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს თავისი მცირე კაპიტალიც კი არ ანდო, რატომ უნდა ებაროს მას ქვეყნის ბედი? ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ ირაკლის ერთადერთი ფუნქციაა, თავისი სულელური განცხადებებით მეორე ირაკლი - კობახიძე გადაფაროს. ეს იმისთვის, რომ ვაი და, პრემიერობის პოსტი არ დაკარგოს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

რაც შეეხება მის მიერ წაკითხულ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, მასში აღნიშნული იყო, რომ ღარიბაშვილი ვანიშვილისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენდა და ბიზნესმენის ფინანსური კაპიტალის სამართავად თუ გადასამოწმებლად საკმარისი იურიდიული თუ ფინანსური განათლება არ ჰქონდა.

„ღარიბაშვილი ჩემთვის ავტორიტეტი და ფინანსისტი არ იყო. თუ „კრედიტ სუისი“ მიმანიშნებდა, რომ რაიმეზე ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, ამის გადამოწმებას ღარიბაშვილს ვინ ეკითხებოდა? რაც გინდათ ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმ სახელით მოიხსენიეთ. ღარიბაშვილს არც იურიდიული და არც ფინანსური განათლება არ ჰქონდა“, - ბიძინა ივანიშვილის ეს სიტყვები ანა წითლიძემ წაიკითხა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის