ირაკლი კობახიძე - სამოქალაქო აქტივისტებს მოვუწოდებდი, მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს იმიტომ, რომ ის არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული კოზირი, ის არის „მისი უკეზერესობა“

სამოქალაქო აქტივისტებს მოვუწოდებდი, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს, კი არ მივიდნენ და რაღაც აქციები ჩაატარონ, მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს იმიტომ, რომ ის არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული კოზირი. ის არის „მისი უკეზერესობა“, ბატონი ხაბეიშვილი - მოსაფრთხილებელი კაცია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კასპში კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ლევან ხაბეიშვილს ავტომობილი დაუზიანეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კობახიძის განმარტებით, ადამიანები, რომლებიც კასპში ხაბეიშვილის შეხვედრის ჩასაშლელად მივიდნენ „სამოქალაქო აქტივისტები“ არიან და არანაირი კავშირი არ აქვთ „ქართულ ოცნებასთან“.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამას „სამოქალაქო აქტივიზმი“ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა, კონკრეტულმა უცხოელმა დეპუტატებმა დაარქვეს.

„ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი. კონკრეტულმა ადამიანებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა, კონკრეტულმა უცხოელმა დეპუტატებმა დაარქვეს ამას სამოქალაქო აქტივიზმი. თუ ეს სამოქალაქო აქტივიზმია, მაშინ რა არის პრობლემა? ჩვეულებრივად შეეგუონ ამ სამოქალაქო აქტივიზმს. თუ სამოქალაქო აქტივიზმი მიდის, რაღაცის ჩაშლა უნდა, ეს არის მათი საქმე. მაგრამ მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდებოდი ხაბეიშვილს იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი კოზირი, იმიტომ, რომ ის ძალიან კარგად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს. რაც მეტი ხაბეიშვილი იქნება „ნაცმოძრაობაში“, მით უკეთესი. სამოქალაქო აქტივისტებს მოვუწოდებდი, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს, კი არ მივიდნენ და რაღაც აქციები ჩაატარონ, მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს, იმიტომ, რომ ის არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული კოზირი. ის არის „მისი უკეზერესობა“, ბატონი ხაბეიშვილი - მოსაფრთხილებელი კაცია. სამოქალაქო აქტივისტები როცა სადღაც მიდიან, შეეგუონ სამოქალაქო აქტივიზმს, „ქართული ოცნება“ აქ არაფერ შუაშია“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს „ლევან ხაბეიშვილს კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას, „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს წევრები დაუპირისპირდნენ და ამ ფორმით შეხვედრის ჩაშლა სცადეს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის