ქეთევან თურაზაშვილი - თქვენი ანგარიში ვარდისფერი სათვალით არის დაწერილი, ბატონო პრემიერო, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება

თქვენი ანგარიში ვარდისფერი სათვალით არის დაწერილი, ბატონო პრემიერო, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება, - ასე მიმართა ,,მოქალაქეების“ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.

თურაზაშვილის თქმით, სტუდენტურ საცხოვრებლების პრობლემა ქვეყანაში ჯერ კიდევ მოუგვარებელია, რამაც შეიძლება სტუდენტების ნაწილს სწავლის გაგრძელებაში ხელი შეუშალოს.

დეპუტატი პენსიონერთა პრობლემურ სესხებსაც შეეხო. მისი თქმით, იმ პენსიონერებს, რომლებსაც სესხად გამოტანილ თანხაზე გაცილებით მეტი უკვე გადახდილი აქვთ, სესხი უნდა გაუნულდეთ.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყნის მოსახლეობა 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ნამდვილად ვერ ხედავს და ახალგაზრდების უმეტესობა სწორედ სიღარიბის გამო ტოვებს ამ ქვეყანას. თქვენგან განსაკუთრებით ცუდი მოსასმენი იყო ახალგაზრდების კრიტიკა მათი თმის ფერის თუ ჩაცმის სტილის გამო, ნაცვლად იმისა, რომ მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის გადაგედგათ კონკრეტული ნაბიჯები.

წელს 5000-ით მეტი აბიტურიენტი გვყავს, ვიდრე გასულ წლებში. სტუდენტური საცხოვრებლების საკითხები აქამდეც არ გვქონდა მოგვარებული. მაინტერესებს, რა იდეა გაქვთ სტუდენტურ საცხოვრებლებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რა გააკეთონ ამ ადამიანებმა? უარი თქვან სწავლის გაგრძელებაზე იმიტომ, რომ ქირას ვერ გადაიხდიან?

მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სადაც არაერთი კვლევის მიხედვით, ბავშვები შიმშილობენ და სადაც პენსიონერებს ძარცვავს ლიბერთი ბანკი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ პენსიონერების ნაწილს 1800 ლარიან სესხში უკვე გადახდილი აქვთ 20 000 ლარამდე. ასეთ პენსიონერებს ვფიქრობ, რომ სესხები უნდა გაუნულდეთ. ძალიან გთხოვთ, დაინტერესდით ამ საკითხით. მე მაინტერესებს, თქვენ რას აპირებთ ამ მიმართულებით. პენსიების მომატება ახსენეთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენით გაზრდით პენსიას, თუ ლიბერთი ბანკს ისევ ექნება საშუალება, რომ ჩვენი პენსიონერები გაძარცვოს“, - მიმართა ქეთევან თურაზაშვილმა პრემიერს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის