ირაკლი კობახიძე - კონკრეტული „ენჯეოების“ წარმომადგენლები არიან თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც ცხადად და ღიად მტრობენ საკუთარ ქვეყანას

როდესაც შენ, საკუთარი ქვეყნის პროგრესს იმაზე უარესად აფასებ, ვიდრე მთავარი შემფასებელი, ევროკავშირი, ეს მეტყველებს, რომ ამ ადამიანებს მტრული დამოკიდებულება აქვთ საკუთარი ქვეყნის მიმართ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასების დოკუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონკრეტული "ენჯეოების" წარმომადგენლები თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები არიან, რომლებიც ცხადად და ღიად მტრობენ საკუთარ ქვეყანას.

"როდესაც შენ, საკუთარი ქვეყნის პროგრესს იმაზე უარესად აფასებ, ვიდრე მთავარი შემფასებელი, ევროკავშირი, ეს მეტყველებს, რომ ამ ადამიანებს მტრული დამოკიდებულება აქვთ საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი მოქმედებენ არა საქართველოს ინტერესების კარნახით, ევროკავშირის ობიექტური ინტერესების კარნახით, არამედ თავიდან ბოლომდე "გლობალური ომის პარტიის" კარნახით მოქმედებენ. ისინი არიან უცხოელი აგენტები და იმ ძალების აგენტები, ვისაც არ უნდათ საქართველოსთვის სიკეთე, კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს ადამიანები, ისინი არიან თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, კონკრეტული "ენჯეოების" წარმომადგენლები არიან თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც ცხადად და ღიად მტრობენ საკუთარ ქვეყანას, სხვა არაფერია ის შეფასება, რომელიც მათ გამოაქვეყნეს საკუთარი ქვეყნის შესახებ“,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, 28 ივნისს, რიგით მეოთხე შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა, თუ როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა. კერძოდ, შესრულდა - ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება; მეტწილად შესრულდა - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა; ნაწილობრივ შესრულდა - საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი; შესასრულებელია - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო