ირაკლი კობახიძე - კონკრეტულმა ელჩმა გააკეთა ერთი ყველაზე თვალსაჩინო განცხადება, რომელიც გულისხმობდა ბილწსიტყვაობის ანუ პოლარიზაციის მხარდაჭერას, აღარ მინდა შევიდე დეტალებში, მითუმეტეს, არ მინდა წამსვლელ ელჩთან პოლემიკაში შევიდე

თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული ადამიანების განცხადებები, სად ხდებოდა შეურაცხყოფის, ბილწსიტყვაობის გინების წახალისება, ვინ აკეთებდა ასეთ განცხადებებს და საზოგადოება ამაზე დასკვნებს ბუნებრივია გამოიტანს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის განცხადების სახით არსებობს იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ ვინ ახალისებს რეალურად პოლარიზაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ის არ აპირებს წამსვლელ ელჩთან ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლას.

„თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული ადამიანების განცხადებები, სად ხდებოდა შეურაცხყოფის, ბილწსიტყვაობის, გინების წახალისება, ვინ აკეთებდა ასეთ განცხადებებს და საზოგადოება ამაზე დასკვნებს, ბუნებრივია, გამოიტანს. იყო კონკრეტული ერთი ყველაზე თვალსაჩინო განცხადება, რომელიც პირდაპირ გულისხმობდა ბილწსიტყვაობის ანუ პოლარიზაციის მხარდაჭერას - კონკრეტულმა ელჩმა გააკეთა ეს განცხადება, აღარ მინდა შევიდე დეტალებში, მით უმეტეს, არ მინდა შევიდე პოლემიკაში წამსვლელ ელჩთან.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს