პრემიერი ოპოზიციას - თქვენი ბელადი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა - სამარცხვინოდ შემოპარული, კონტეინერით შემოსული, არაჟანთან ერთად, სირცხვილია

შევახსენებ ოპოზიციას, თქვენი ბელადი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა. ეს იყო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმა, „იმედის“ დარბევა, საზღვრის კვეთის საქმეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დამარცხდა სიმართლესთან.

„პატიმარ სააკაშვილს ეხებოდა კითხვა, რომ, თითქოს, იგი მხოლოდ პიჯაკების საქმის გამო იხდის სასჯელს. შევახსენებ ოპოზიციას, თქვენი ბელადი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა. ეს იყო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და ამ საქმეზე სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მისი თანამონაწილეობა და ჩართულობა. მეორე საქმე შეგახსენებთ, ეს არის დეპუტატ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმა, რომლის შედეგადაც კაცი ლამის ცემით მოკლეს. მესამე საქმე ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, მითვისება და წართმევა. ბოლოს სამარცხვინოდ შემოპარული, კონტეინერით შემოსული თქვენი ბელადი, არაჟანთან ერთად. სირცხვილია ამაზე რომ ვლაპარაკობთ. საზღვრის კვეთის საქმეზე, რომელზეც ძიება გრძელდება, ადამიანმა შეგნებულად გადმოკვეთა საზღვარი უკანონოდ. არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო, თუ მართლა აპირებდა რამეს, მაგრამ არა, ლაჩრულად შემოვიდა, ისე, როგორც აგვისტოს ომის დროს მოიქცა ლაჩრულად, მიწაზე გართხმული რომ ვნახეთ, რომ გარბოდა, ასევე ლაჩრულად შემოიპარა, მზაკვრული გეგმით, რომ აქ სისხლისღვრა მომხდარიყო, გადატრიალება. ილუზიებში იყო, რომ დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. ყველას კარგად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა უბედურებას დამართებდა ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. ეს არის რეალობა, თუ გინდათ ამ სიმართლეზე ისაუბროთ, ყოველთვის მზად ვარ, რომ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო. თქვენი ყოველგვარი მავნებლური ქმედებები არის დასრულებული, კიდევ ერთხელ დამარცხდით, დამარცხდით სიმართლესთან! თქვენ ნახეთ, როგორი უღირსი კამპანია აწარმოვეს, თითქოს, ხელისუფლებამ მოწამლა რუსეთის დავალებით, აწამეს, მოკლეს და ა.შ. თქვენ გესმით რა ჩაიდინეთ საერთოდ?! ამის თაობაზე ზღვარგადასული კამპანია აწარმოეთ. ყველა ეს კამპანია დროებითი აღმოჩნდა და სტრასბურგის სასამართლომ თქვენს ამ ბინძურ ტყუილებსა და კამპანიას ბეჭედი დაუსვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის