სად ვიყავი 2012 წელს?! თქვენი ბინძური სისტემის დანგრევაში მივიღე მონაწილეობა, აი, სად ვიყავი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა და „ყველაზე ანტიევროპული, ფაშისტური ძალა“ უწოდა.
„ყველაზე ანტიევროპული ძალა იყავით, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ. თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ, არც ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არაფერი საერთოდ! არაფერი არ გაგიკეთებიათ, სამი წელი დააგვიანეთ - ბევრს რომ ლაპარაკობთ ევროპაზე, სად იყავით? გეძინათ? არ დაიწყეთ არც ასოცირების პროცესი, არც უვიზო რეჟიმზე მუშაობა, სად იყავით მაშინ ? რატომ არ გქონდათ პოზიცია და რეაქცია ?
სად ვიყავი 2012 წელს? - თქვენი ბინძური სისტემის დანგრევაში მივიღე მონაწილეობა, აი სად ვიყავი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.