პრემიერი ოპოზიციაზე - პირდაპირ ხოცავდნენ ქუჩაში - ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო, როგორ ბედავენ ესენი ამდენ ლაპარაკს? - „11 წელი გავიდაო“, ყოველ დღე შეგახსენებთ, მე არ დავიღალე და არავინ დაიღლება

როგორ ბედავენ ესენი [ოპოზიცია] ამდენ ლაპარაკს? დღეს თურმე ჩვენ გვდებენ ბრალს ძალადობაში - ყოველ ასეთ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება გვაქვს, ყველა თავდამსხმელი თუ ძალადობაში მონაწილე დაპატიმრებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიური მოხსენების ფარგლებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

პრემიერმა წინა ხელისუფლების მმართველობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო“.

„პირდაპირ ხოცავდნენ ქუჩაში, არბევდნენ სიკვდილამდე. რა დღეში იყავით ციხეებში, გადავსებული გქონდათ პატიმრებით. 20 კვადრატულ საკანში 30 ადამიანი ჰყავდათ გამომწყვდეული. ჯოჯოხეთი გქონდათ მოწყობილი თქვენი მოქალაქეებისთვის 300 ათასი ადამიანი გაასამართლა ამ ფაშისტურმა რეჟიმმა. ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყო, ასევე ბიზნესის ტერორი... მოქალაქე თავისუფლად ვერ სუნთქავდა. როგორ ბედავენ ესენი ამდენ ლაპარაკს? დღეს თურმე ჩვენ გვდებენ ბრალს ძალადობაში. კითხვა მინდა დაგისვათ - გამოიძია თუ არა სახელმწიფომ თითოეული ეს ფაქტი? პოლიციამ რეაგირება მყისიერად მოახდინა, ყოველ ასეთ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება გვაქვს, ყველა თავდამსხმელი თუ ძალადობაში მონაწილე დაპატიმრებული იქნა. თქვენს შემთხვევაში თავად იყო ჩართული მთელი თქვენი მოძალადე სისტემა. თავად მონაწილეობდით ამ მკვლელობებში, წამებაში, გაუპატიურებაში. საზოგადოებამ ნახა ის შემაძრწუნებელი კადრები, რა ხდებოდა სამეგრელოს ტყეებში, როგორ აწამებდნენ ადამიანებს“,- განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის გამოსვლის აღნიშნულ ნაწილს დარბაზში ოპოზიციური ფლანგიდან ხმამაღალი რეპლიკები მოჰყვა, მათ დეპუტატ ხატია დეკანოიძის მხრიდან.

საპასუხოდ ღარიბაშვილმა მიმართა მას სიტყვებით: „რა მნიშვნელობა აქვს 11 წელს?“.

„აი, რეაქცია ნახეთ - 11 წელი გავიდაო. ყოველ დღე შეგახსენებთ იმავეს, მე არ დავიღალე მე და არავინ დაიღლება. თქვენ დაიღალეთ. მათი ლოგიკა ნახეთ და აზროვნების სტილი - „ვაწამებდი, ვაუპატიურებდი, მაგრამ მერე რა, წარსულია“, - ამათ რა აქვთ საერთოდ სათქმელი?“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი