ირაკლი ღარიბაშვილი - გოცირიძე ურცხვად იტყუებოდა - კაცი კუპონის შემოქმედი: გაიცანით - ბატონი რომან გოცირიძე

როდესაც რომან გოცირიძე ეროვნულ ბანკში იყო, კუპონის ინიციატორი და ავტორი იყო, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, მაშინ საერთოდ, რაზე ფიქრობდა? კაცი, კუპონის შემოქმედი, გაიცანით ბატონი რომან გოცირიძე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომან გოცირიძე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით „ურცხვად იტყუება“.

„რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, მხოლოდ პირველ კვარტალში შეიქმნა 70 ათასი სამუშაო ადგილი. ბატონი რომან გოცირიძე ურცხვად იტყუებოდა, თითქოს, მე ვთქვი, რომ 250 [ათასი] შეიქმნა. მე ვთქვი, ბოლო 2 წელიწადში - მეთქი. მოსმენაც არ იცის ამ კაცმა. მინდა შევახსენო, როდესაც ეროვნულ ბანკში იყო, კუპონის ინიციატორი და ავტორი იყო, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, მაშინ საერთოდ რაზე ფიქრობდა? კაცი, კუპონის შემოქმედი, გაიცანით, ბატონი რომან გოცირიძე“, - აღნიშნა პრემიერმა.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით