ირაკლი ღარიბაშვილი - რომ არა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დღეს ქვეყანა უფსკრულში იქნებოდა - ვცდილობთ, დაღუპვას და განადგურებას გადავარჩინოთ

რომ არა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დღეს ქვეყანა უფსკრულში იქნებოდა,-ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსნებისას დამოუკიდებელ დეპუტატს, არმაზ ახვლედიანს განცხადებაზე, რომ „ქვეყანა უფსკრულში იმყოფება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა არმაზ ახვლედიანს მიმართა, რომ ვისთანაც ასოცირდება, სწორედ იმ პარტიას მიჰყავდა ქვეყანა 2012 წელს უფსკრულში

„სამწუხაროდ, თქვენ, ვისთანაც ასოცირდებით ბატონო არმაზ, ამ დესტრუქციულ, ომის პარტიასთან, მათ პარტიას მიჰყავდა საქართველო უფსკრულში 2012 წელს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დღეს ქვეყანა უფსკრულში იქნებოდა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არის უფსკრულში, დაე იყოს, თქვენი ჩათვლით. ჩვენ არ ვართ უფსკრულში, პირიქით, ვცდილობთ, რომ ქვეყანა დაღუპვას და განადგურებას გადავარჩინოთ“ , - მიმართა ღარიბაშვილმა ახვლედიანს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება