ირაკლი ღარიბაშვილი - ცალკეული წევრების მხრიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო განცხადებები და გამონათქვამები ძალიან სამწუხაროა და ხშირად რეაგირება სჭირდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის მხრიდან ქვეყნის ინტერესების საზიანო განცხადებებისა და გამონათქვამების გაკეთება, ძალიან სამწუხაროა და ამას ხშირად სჭირდება რეაგირება. ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსნებისას განაცხადა.

„საზოგადოებას მინდა განვუმარტო: ამხელა აჟიოტაჟი რომ არის ხოლმე ევროპარლამენტის რომელიმე წევრზე, ეს ყველაფერი არის ხელოვნური. გეტყვით, რომ ევროპარლამენტი ცალკე სტრუქტურაა, მათ რეალური ბერკეტები არ გააჩნიათ. ბრიუსელში წამყვანი ინსტიტუცია არის ევროკომისია და ცალკეული ინდივიდუალური სუვერენული სახელმწიფოები. ევროპარლამენტს თავისი ფუნქცია აქვს, ჩვენ პატივს ვცემთ ევროპარლამენტს, როგორც ამ ინსტიტუტს, მაგრამ ცალკეული წევრების მხრიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო განცხადებები და გამონათქვამები, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და ამას ხშირად სჭირდება რეაგირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა