ლევან ხაბეიშვილი კასპში დაპირისპირებაზე - რუსულმა პარტიამ, „პუტინისტებმა“ სახლი ალყაში მოაქციეს, ქვებს ისროდნენ, დალეწეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ავტომობილები, ცდილობდნენ გასწორებოდნენ მოქალაქეებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კასპში განვითარებულ მოვლენებში საკრებულოსა და მერიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დააზიანეს და დალეწეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ავტომობილები, ცდილობდნენ გასწორებოდნენ მოქალაქეებს.

„პირდაპირ ეთერში უყურებდით მთელი დღე კასპში რუსული პარტიის ისტერიკას. ჩვენ ჩავედით კასპში, ვხვდებოდით მოსახლეობას და ვაცნობდით გეგმას, როგორ უნდა დაიწიოს საპენსიო ასაკმა მამაკაცებში, როგორ უნდა იყოს მინიმალური პენსია 400 ლარი. ათეულობით პენსიონერი იყო შეხვედრაზე. შეხვედრა იმართებოდა ოჯახში, ოჯახში არის მეორე ჯგუფის ინვალიდი ქალბატონი და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ რუსულმა პარტიამ, პუტინისტებმა, სახლი მოაქციეს ალყაში, ქვებს ისროდნენ, დააზიანეს და დალეწეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ავტომობილები, ცდილობდნენ გასწორებოდნენ მოქალაქეებს.

მე მინდა საზოგადოებას მედიების საშუალებით ჩამოვუთვალო ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ კასპში მობილიზებულები, სადაც პენსიონერებთან ვმართავდით შეხვედრას. ზურა ჩიტიშვილი - საკრებულოს აპარატის უფროსი კასპში. ბადრი ჯანიაშვილი - საკრებულოს დეპუტატი [ქართული ოცნებიდან] კასპში. ალექსანდრე ბიძინაშვილი - კასპის საკრებულოს წევრი. მარეხი ყამბეგაშვილი - სპეციალისტი მერიაში. ილია ნონიაშვილი - კასპის მერიაში სპეციალისტი. გიული ყოჩიშვილი - კულტურის სახლის სპეციალისტი. დავით ალექსიძე - ა(ა)იპ-ის თანამშრომელი კასპში. უნდა იცოდეს საზოგადოება, რომ კასპის საკრებულო არ ეყოთ ამიტომ, დამხმარე ჰყავდათ გამოძახებული. შორენა გორგილაძე - გორის მერია. მაია შკუბულიანი - გორის კულტურის ა(ა)იპი. დათო ნადირაშვილი - ქარელის ა(ა)იპი. ზაზა კოპაძე - ქარელის ა(ა)იპის თანამშრომელი

მეტიც, თბილისიდან ჩაყვანილი ჰყავდათ, გურამ ყანტორელაშვილი, სუს-ის ცნობილი "ნასედკა", რომელიც პუტინის დედის გინების გამო მიუვარდა თავის დროზე გაბუნიას", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის