ხათუნა სამნიძე პრემიერს - თავად სწავლობდით საფრანგეთში, შვილს ამერიკაში აგზავნით - ჩვენი შვილების მომავლისთვის ქვეყანაში საბჭოთა კავშირი გინდათ, ეს არის ფარისევლობა

თქვენ, ჩვენი შვილების მომავლისთვის ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირი გინდათ, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ უმაღლესი საუკეთესო განათლება აშშ-ში, ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების დამაზუსტებელ კითხვებს პასუხობს.

მისივე თქმით, რასაც პოლიტიკაში საუბრობენ მაღალი ტრიბუნიდან, ისევე, უნდა ცხოვრობდეთ.

„პრემიერ-მინისტრს ვთხოვე, რომ კონკრეტული რიცხვები დაესახელებინა: რამდენია საერთაშორისო პარტნიორების გრანტების წილი იმ ყველაფერში, რითაც პრემიერმა იტრაბახა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამები. რამდენია ჩვენი პარტნიორების დახმარება თავდაცვის სფეროში. მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებსა და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა და ნებისმიერი სახით პროპაგანდა არის ბოროტება. რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო პროპაგანდა. პროპაგანდა თუ სადმე არის და გეკითხებით სად არის, უნდა დაასახელოთ ეს ადგილები და ასე ჰაერზე ლაპარაკი არის პროპაგანდა, ტყუილიც. თქვენ თავად სწავლობდით უცხოეთში, საფრანგეთში და თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, უმაღლესი ხარისხის განათლებაა იქ. რასაც პოლიტიკაში ვსაუბრობთ მაღალი ტრიბუნიდან, ისევე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა, თანასწორობის, ამას ვასწავლი ჩემს შვილს და თქვენ, ჩვენი შვილების მომავლისთვის ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირი გინდათ, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ უმაღლესი საუკეთესო განათლება აშშ-ში, ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი. სანამ პროპაგანდისტებს ჩვენ დაგვიძახებთ, საკუთარ რიტორიკას გადახედეთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება