ზურაბ ჩიკვილაძე - ღვიძლის ტრანსპლანტაციის საქართველოს მასშტაბით სრულად დაფინანსება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც დღეს მივიღეთ

მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო დონეზეა უზრუნველყოფილი ამ ოპერაციის სრულად - 120000 ლარით - დაფინანსება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა.

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მან ყურადღება ღვიძლის ტრანსპლანტაციის სრულად დაფინანსებაზე გაამახვილა.

„ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში უმნიშვნელოვანესია 34 არსებული მუნიციპალური პროგრამა/ქვეპროგრამა და მათ შორის ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო დონეზეა უზრუნველყოფილი ამ ოპერაციის სრულად - 120000 ლარით - დაფინანსება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციის რისკი და ცუდი შედეგი ნულამდეა დასული. ჩვენი მთავარი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან ღვიძლის ტრანსპლანტაცია 100%-ით დაფინანსდება მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, თბილისის მერიაც 100%-ით დააფინანსებს აღნიშნულ ოპერაციას. ამ ინიციატივით თბილისის მერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას უერთდება.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის