ირაკლი კობახიძე -  ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, დეპუტატების მისვლა საელჩოში ბუნებრივია, ამ პატივისცემის გამოხატულება იყო

ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, დეპუტატების მისვლა საელჩოში ბუნებრივია, ამ პატივისცემის გამოხატულება იყო,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობიდან სოლიდარობის ნიშნად მხოლოდ რამდენიმე ლიდერი არ დაესწრო.

„დეპუტატები იყვნენ, რამდენიმე ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად, კონსულტაციები გვქონდა, რა თქმა უნდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ ბუნებრივია, გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის, საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე, დეპუტატების მისვლა საელჩოში ამ პატივისცემის გამოხატულება იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ძალადობა მიუღებელია და თუ კობახიძე ბრალდებებზე საუბარს აპირებს, „უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს“. დეგნანის შეფასება ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას მოჰყვა, როდესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ „კონკრეტულმა ელჩმა ძალადობა წაახალისა“.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს