ირაკლი ზარქუა კელი დეგნანზე - სამწუხაროდ, მოქმედმა ელჩმა ვერ გაართვა თავი - ისე ამოწურა უფლებამოსილება, ვერ დაიკვეხნის

[კელი დეგნანმა] ისე ამოწურა თავის უფლებამოსილება, რომ ვერ დაიკვეხნის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან თანამდებობის პირები აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ, რადგან სოლიდარობა გამოუცხადეს იმ დეპუტატებს, რომელთაც ჯერ მოსაწვევი მიიღეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ ღონისძიებაზე არ მისულიყვნენ.

ზარქუა აცხადებს, რომ გარკვეული უხერხულობები იქმნება ურთიერთობებში და მიიჩნევს, რომ ეს დასრულდება, როცა ახალი ელჩი შეუდგება მოვალეობის შესრულებას.

"ჩვენი კოლეგები მიწვეულები იყვნენ ამერიკის საელჩოში, მაგრამ რაღაც გაუგებრობა იყო, ჯერ მიიწვიეს და შემდეგ უარი უთხრეს, ბუნებრივია, ეს არაფერში ჯდება. ჩვენი წარმომადგენლები მაინც იყვნენ შეხვედრაზე, რადგან ეს იყო დემონსტრირება, რომ პატივს ვცემთ ჩვენს მთავარ პარტნიორს, მაგრამ უხერხულობა გასდევს. მე მგონია, რომ უხერხულობა მალე დამთავრდება, რადგან როტაცია მალე იქნება.

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ მოქმედმა ელჩმა ვერ გაართვა თავი, პირიქით. მას შეეძლო ურთიერთობები უფრო მყარი ყოფილიყო ამერიკასთან - უფრო მჭიდრო ყოფილიყო ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგალითად, დღემდე არ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან. ევროპასთან მოვახერხეთ და გვაქვს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ? ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს შედგეს, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი მგზავრობა. გული მტკივა, რადგან როგორც მთავარ პარტნიორს განვიხილავთ. დეკლარირებულად ისინიც ასე ამბობენ და ელჩის მოვალეობაა, ეს უფრო მეტად შეაკავშიროს. სამწუხაროდ, ისე ამოწურა თავის უფლებამოსილება, რომ ვერ დაიკვეხნის, არ გაუმჯობესებულა სამწუხაროდ [ურთიერთობები]. დიდი მოლოდინები მაქვს, ახალი ელჩის ხელმძღვანელობით გაცილებით წინ წავიწევთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და გაცილებით ხელშესახები კეთილდღეობები ექნება საქართველოს მოსახლეობას, ნამდვილად ვიმსახურებთ ამას", - განაცხადა ზარქუამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის