ირაკლი ზარქუა არმაზ ახვლედიანს - ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის მე არ მჯერა - ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ უარესი მივიღეთ

ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის არ მჯერა, ჩვენ ეს ვცადეთ ბევრჯერ, მაგრამ უარესი მივიღეთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერ დეპუტატ არმაზ ახვლედიანს უპასუხა, რომელმაც პრემიერ-მინისტრს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „რატომ ვერ ახერხებთ, რომ პირადად თქვენ - მეორე ჯერზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყველასთვის შემწყნარებლობის და მიმტევებლობის მაგალითი გახდეთ - არ შეიძლება, ყოველთვის მტერს ხედავდე და თუ ხედავ მტერს, სცადე, რომ მოყვარედ აქციო”.

ირაკლი ზარქუამ მოუწოდა არმაზ ახვლედიანს, მოისმინოს მისი კოლეგების აგრესიული გამოსვლები პარლამენტში და შემდეგ შეაფასოს უმრავლესობის წევრების პასუხები.

„ბატონო არმაზ, იქნებ ბოლომდე დარჩეთ და მოუსმინოთ კოლეგებს, როგორი გამოსვლები ექნებათ, რა აგრესია და შესაბამისად, იქნება შემდეგ პასუხიც უმრავლესობიდან. ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის მე არ მჯერა. ჩვენ ეს ვცადეთ ბევრჯერ, მაგრამ უარესი მივიღეთ და ამიტომ გეუბნებით. დეპოლარიზაცია გვინდოდა და ნულ პროცენტიანი ბარიერი გავაკეთეთ, მაგრამ უარესი მივიღეთ და ამიტომ გეუბნებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ახლა გთხოვთ, არ დატოვოთ დარბაზი და მოუსმინეთ თქვენს კოლეგებს ოპოზიციიდან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება