ხატია დეკანოიძე - არარაობებს გვეძახის პრემიერ-მინისტრი, ძალიან მაინტერესებს, რა დეპოლარიზაციაზე და 12 პუნქტის შესრულებაზეა საუბარი? - კოლეგებო, პროტესტი არ გიჩნდებათ, რადგან თქვენც მოგწონთ ეს

თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გაბედა და საქართველოში ბანდიტი-ტერორისტი „კადიროველები“ შემოუშვა. აი, ასეთი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ხართ, თქვენ სულყველა, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური მოხსენებით გამოდის.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, დღეს ნათლად გამოჩნდა, თუ ვინ არის რადიკალიზაციის, პოლარიზაციის და იმის წამქეზებელი, რაც ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში იყო.

„კადიროველები", რომლებიც დადიოდნენ თბილისში, ბათუმში, ჯარიმები ჰქონდათ დარიცხული შსს-გან და ვერავინ, ვერცერთმა გაბედა, რომ გაეჩერებინა, ეს ხელისუფლება ხართ თქვენ.

როდესაც პოლარიზაციაზე საუბრობთ და ჩვენ აქ არარაობებს გვეძახის ბატონი პრემიერ-მინისტრი, ძალიან მაინტერესებს, რა დეპოლარიზაციაზე და 12 პუნქტის შესრულებაზეა საუბარი. ძვირფასო კოლეგებო, თქვენ მოგიწოდებთ, პროტესტი არ გიჩნდებათ, როდესაც თქვენ კოლეგებს არარაობებს უწოდებენ, რადგან თქვენც მოგწონთ ეს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გამოსვლისგან განსაკუთრებულს არაფერს ელოდა.

„განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა გააღრმაოს პოლარიზაცია. ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას", - განაცხადა დეკანოიძემ.

მან აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს ზიზღის ენაში ვერ შეეჯიბრება.

„მთავარი არის ის, რომ ისინი შიშის ფაქტორზე, ადამიანების მგრძნობელობაზე თამაშობენ. ამიტომ, ზიზღის ენაში ნამდვილად ვერ შევეჯიბრები ღარიბაშვილს. ნამდვილად ვერ ვიტყვი იგივე სიტყვებს, რაც მან იკადრა და გაიმეორა იმიტომ, რომ შინაგანად არ შემიძლია. ერთი რამ მინდა ვთქვა, ვინ გადაეფარა სანქცირებულ მოსამართლეებს, თქვენ არ გადაეფარეთ ყველა ერთად?“,-მიმართა დეკანოიძემ უმრავლესობას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში