ანა ნაცვლიშვილი პრემიერს - სად არის კულტურის მინისტრი, რატომ დაიმალა? - იმიტომ ხომ არა, რომ მის გადადგომას ითხოვს ხელოვანთა და მეცნიერთა უზარმაზარი ჯარი?

თქვენ იყავით „მწვანე შუქის“ ამნთები და ლექსო ლაშქარავას სიკვდილამდე ცემის წამქეზებელი. ახლა ახალი სისხლი გინდათ, - ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით გამოდის. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში ზიზღის უზარმაზარი მორევი დააყენა.

„ბევრი ტყუილი ითქვა აქ, ზიზღიც. არ ვიცი, სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რაც აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს და ჯგუფებს საფრთხეს შეუქმნის. როგორც ჩანს, არ გეყოთ, რომ თქვენ იყავით „მწვანე შუქის“ ამნთები და ლექსო ლაშქარავას სიკვდილამდე ცემის წამქეზებელი. ახლა ახალი სისხლი გინდათ. აი, ეს ზიზღის უზარმაზარი მორევი, რომელიც აქ დააყენეთ, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებთ, რომ თქვენ გაკისრებთ პასუხისმგებლობას ყველა იმ ძალადობაზე, რომელიც ადამიანებს შეიძლება თავს დაატყდეს. მერე ამას გამიჯვნა არ უშველის. რამდენჯერაც თქვენ აქ მობრძანდით, ყოველ ჯერზე მე ვსვამდი გელათის მონასტრის საკითხს და ყოველ ჯერზე თქვენ ძალიან ზედაპირულად ამბობდით,რომ ის საიმედო ხელში იყო. ძალიან საიმედო ხელში ყოფილა, გელათის მონასტერი საქართველომ იმ სახით დაკარგა, რა სახითაც საუკუნეებით შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა. სად არის კულტურის მინისტრი, რატომ დაიმალა? იმიტომ, ხომ არა, რომ მის გადადგომას ითხოვს ხელოვანთა და მეცნიერთა უზარმაზარი ჯარი. მასაც გადაასწარით. სხვათა შორის, გილოცავთ, დღეს ზიზღში წულუკიანზე უფრო მძიმე რამეები თქვით და იკადრეთ. გელათის მონასტრის დაკარგვა არის ნამდვილად ის უმძიმესი „ შავი ლაქა“, რომელიც თქვენს ხელისუფლებას დარჩება და ამ ლაქას ვერ ჩამოირეცხავთ. ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის კულტურის სხვა ძეგლები. ძალიან მძიმე რეპრესიები მიმდინარეობს კულტურისა და ხელოვნების სფეროში“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან ევროკომისიის რეკომენდაციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების განცხადება, თითქოს, პუნქტების უმრავლესობა შესრულებულია, „საპნის ბუშტივით გასკდა“.

„სად არის შესრულებული რეკომენდაციები? სტოკჰოლმში გითხრეს, რომ შესრულებული არის 12-დან 3 რეკომენდაცია. ტყუილი მძიმე დანაშაულია, განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფოს ეხება საქმე, ამ ტყუილზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, არ გრცხვენიათ?“,-მიმართა ნაცვლიშვილმა ხელისუფლებას.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთზე დებს ფსონს, ამიტომ საქართველოს ეკონომიკას რუსეთზე აბამს.

„რაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს მუდმივად აშინებთ რუსეთით და მეორე მხრივ, მოღებული გაქვთ კარი და რუსეთიდან უკონტროლოდ შემოედინებიან მოქალაქეები და შემოედინება რუსული კაპიტანი. საქართველოში ყიდულობენ უძრავ ქონებას, მათ შორის ქართულ მიწას. ახლა არ ხართ ქართული მიწისა და საქართველოს ინტერესების დამცველი? რუსებისთვის ხსნილია ხომ აქ რომ ჩამოვიდნენ და ფესვები გაიდგან, არც აკონტროლებთ ამ პროცესს და პირიქით ხელგაშლილი ხვდებით. ეს არ არის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევა? ბირთვულ საფრთხეებზე ნუ გველაპარაკებით, მფრინავ ოკუპაციაზე აიღეთ პასუხისმგებლობა. იმაზე თუ გიფიქრიათ თბილისში რუსული თვითმფრინავი რომ დაფრინდა იმ დღეს თუ ნახეთ რა კომენტარები გააკეთეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა. არ გაინტერესებთ მათი ზარი? არ გაინტერესებთ დევნილების აზრი? ვის გაუგია ოკუპანტს მიაბა ქვეყნის ეკონომიკა და იძახდე, რომ ეს არის ეკონომიკური ზრდა და განვითარება. ამ ომში თქვენ გულშემატკივრობთ რუსეთს და ეს არის რეალობა, ამიტომ დებთ ფსონს რუსეთზე, ამიტომ აბამთ საქართველოს ეკონომიკას რუსეთზე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით