ზურაბ აბაშიძე - შეიძლება, არ მოგწონდეს ხელისუფლება, მაგრამ არავის აქვს უფლება იყოს რადიკალი და მოძალადე

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლებ მძიმე სიტყვიერი ძალადობაა და კოლეგებს კორექტულობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ყველანაირი ძალადობა დაუშვებელია.

„ჩვენი ოპონენტები დღეს ძალიან გააღიზიანა პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ. ერთიანი განწყობაა და ცდილობენ დააკნინონ ის მიღწევები, რაზეც მან ისაუბრა. რეალურად კი სახეზეა ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის დაძლევა, განათლების სისტემაში მიღწეული წარმატება, ინფრასტრუქტურული პროექტები და უამრავი სხვა საკითხი, რაზეც ჩვენი ოპონენტები ყურადღებასაც კი არ ამახვილებენ. მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი, არ გაქვს უფლება იყო რადიკალი და მოძალადე. იყავი ოპონენტი, ისაუბრე, როგორც ჩავარდნებზე, ასევე მიღწევებზე“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, კორექტულობის დაცვა აუცილებელია.

„თქვენ თესავთ ძალადობას და სიძულვილს. პრობლემა თქვენშია. არცერთი არ ახსენებთ, რომ სააკაშვილი გამოჯანმრთელდა, თუმცა ცუდად არც არასდროს ყოფილა. ვისაც მისი გჯეროდათ პოლიტიკურად მეცოდებით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული