იაგო ხვიჩია - პრემიერს დღეს ჰქონდა მარტო ერთი - „ნაცების“ გინების პროგრამა

პრემიერს ჰქონდა მარტო ერთი პროგრამა, „ნაცების“ გინების პროგრამა, ნებისმიერი თემიდან ამისკენ გადადიოდა , - ასე აფასებს „გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს პარლამენტში ძალიან ცოტა იჩხუბეს და წავიდნენ, თუმცა პრემიერს გემა „ბ“ არ ჰქონდა და მაინც მათზე ლაპარაკობდა.

„პარლამენტში ჩვენ კონსტრუქციულ ფორმატში ვიყავით, „ნაცები“ არ იყვნენ და გამოვიდა ისე, რომ პრემიერს ჰქონდა მარტო ერთი პროგრამა, „ნაცების“ გინების პროგრამა, ნებისმიერი თემიდან ამისკენ გადადიოდა. უცებ აღმოჩნდა, რომ „ნაცები“ არ იყვნენ და სკამებს აგინებდა.

ჩემდა გასაკვირად „ნაცებმა“ დღეს ძალიან ცოტა იჩხუბეს, მერე წავიდნენ. პრემიერი მოვიდა, იწყებს ლანძღვა-გინების კორიანტელს. რამდენიმე ადამიანი ვისხედით იქ და არ გვეხებოდა ეს საუბარი, მაგრამ ჩვენკენ იხედებოდა პრემიერი, რადგან მეორე მხარეს ხელისუფლება იჯდა. არ არსებობდა გეგმა „ბ“, რომელიც იმ დროისთვის იმუშავებდა, როცა „ნაცები“ არ არიან დარბაზში. ამიტომაც ვამბობთ, რომ პოლიტიკაშიც ამ თვალსაზრისით „ნაცები“ პრობლემები არიან, ჯობია დაშლილები იყვნენ. დღეს პრემიერს გამოუვიდა არაადეკვატური გამოსვლა, გინება იმ ხალხის, ვინც იქ საერთოდ არ იყო და მათი გინება საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. „თქვენ ამას შვრებოდით, იმას შვრებოდით“ და არცერთი არ ზის იქ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, მომავალ კვირაში „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლება თავდაცვის კოდექსის ძალადობრივად გატანას აპირებს.

„შემდეგ კვირას „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როგორც კულუარულად გვეუბნებიან, თავდაცვის კოდექსი გააქვთ განსახილველად, ფიქრობენ, რომ დანიშნონ რიგგარეშე სხდომები და სასწრაფო წესით, ძალადობრივად გაიტანონ თავდაცვის კოდექსი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა