არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს -  ხან ვის ფანჩატურში იკრიბებით, ხან ვინ მოგიწოდებთ ქოლგის ქვეშ შემოსვლას, ვერ გაიმარჯვებთ - გარეთ სირბილს სჯობს, შიგნით იაროთ და ხალხს შეხვდეთ

თუ მართლა ემიჯნებით ძალადობას, აბრძანდით ფეხზე და ახლავე ბოდიში მოუხადეთ ვალერი გელაშვილს, კობა დავითაშვილის ოჯახს, ესენი იყვნენ თქვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომელიც მოიტაცეთ, დაამტვრიეთ და დალეწეთ ცემით მხოლოდ იმის გამო, რომ არ გეთანხმებოდნენ,- ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი ხელისუფლების პერიოდი შეახსენა და აღნიშნა, რომ ძალადობა არის მათი პოლიტიკური კოდი.

„ძალადობაზე ამდენი ილაპარაკეს, ჩვენ გვადანაშაულებდნენ ხელისუფლებას, ძალადობას ახალისებენო. ჯერ ერთი, ყველა შემთხვევაზე რეაგირება იყო. ახლა, რა მაინტერესებს იცით, თქვენ თუ მართლა ემიჯნებით ძალადობას და თუ მართლა გაწუხებთ ძალადობა, აგერ 10 წელი არის უკვე გასული, ახლავე აბრძანდით ფეხზე თუ მართლა გაწუხებთ. თუ არადა, ჩავთვლი, რომ მატყუარა და ფარისევლები ხართ. აბრძანდით ფეხზე და ახლავე ბოდიში მოუხადეთ ვალერი გელაშვილს, კობა დავითაშვილის ოჯახს, ესენი იყვნენ თქვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომელიც მოიტაცეთ, დაამტვრიეთ და დალეწეთ ცემით მხოლოდ იმის გამო, რომ არ გეთანხმებოდნენ. თუ ძალადობას არ ეთანხმებით, აბრძანდით, ბოდიში მოიხადეთ და თქვით, რომ ეს იყო საზიზღრობა და კანონის ძალიან მძიმე დარღვევები, მაგრამ არ ხართ მაგის გამკეთებლები, რადგან კარგად იცით, რომ ძალადობა არის ზუსტად თქვენი პოლიტიკური კოდი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დღევანდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთპროცენტიანები არიან.

გიორგი ვაშაძეს რომ ვუსმინოთ, მარტო ქართველი ხალხი გვიჭერს მხარს, დანარჩენი თურმე ყველა ჩვენ გვაკრიტიკებს და ყველა ჩვენ წინააღმდეგ არის. აი, მაგ ლოგიკით რომ მოდიხართ ყველა არჩევნებზე, იმიტომ ხართ ერთპროცენტიანები და იმიტომ ვერ აკეთებთ ვერაფერს. ხან ვის ფანჩატურში იკრიბებით, ხან ვინ მოგიწოდებთ ქოლგის ქვეშ შემოსვლას და ცალ-ცალკე გინდათ, რომ გაიმარჯვოთ. ვერ გაიმარჯვებთ, სანამ არ მიხვდებით, რომ ქართველ ხალხში არის ლეგიტიმაცია. გარეთ სირბილს, სჯობს შიგნით იაროთ და ხალხს შეხვდეთ“,- მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციას.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის