ბექა ოდიშარია -  ჩვენი  პოლიტიკური გუნდის ღირებულება არის სამშობლოს სიყვარული და მისი ღირსეული ევროპული მომავალი - „ნაციონალებს“ აქვთ ძალაუფლებისა და რევანშის ჟინი

ჩვენი პოლიტიკური გუნდის ღირებულება არის სამშობლოს სიყვარული და მისი ღირსეული ევროპული მომავალი. ამ გზაზე არაერთ წარმატებას მივაღწიეთ, რომელიც დაკავშირებულია პრემიერ ღარიბაშვილის და ჩვენი გუნდის საერთო მუხლჩაუხრელ მუშაობასთან ,-ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანში სურს.

„ნაციონალებს“ აქვთ ძალაუფლებისა და რევანშის ჟინი. ერთი რამ აკლიათ მხოლოდ, დაიბრუნონ ხელისუფლება და მერე ამ ბინძურ ნარატივს, რომელიც მათი ბოლშევიკური ჭკუით, საფლავს გვითხრის და გვაწებებს სამშობლოს მოღალატეების იარლიყს, დაემატა მათთვის ნაცნობი ერთი ლოზუნგი და ამავე ტრიბუნიდან განაცხადონ „ნულოვანი ტოლერანტობა". მერე ნახეთ თქვენ სისიხლის კალოები. განვლილი ტკბილ მოგონებად მოგვეჩვენება. ფრთხილად, ეს მძიმე ისტორია არ გავიმეოროთ", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა