პრემიერი - დესტრუქციულ, ხელმოცარულ და დეგრადირებულ ოპოზიციას არაფერი დარჩენია, გარდა ერთისა, კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია, დაძაბულობა, შფოთვა, ქაოსი, არეულობა შემოიტანოს - ჩვენ მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, მეტი მოთმინება გვმართებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დესტრუქციული და ხელმოცარული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმაოს და შფოთვა, ქაოსი, არეულობა შემოიტანოს.

მან პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დასკვნითი სიტყვის წარდგენისას პოლიტიკურ ოპონენტებს აღარ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როდესაც შვილებს ეხებიან.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ასეთი საქციელი ყოველგვარი ამორალურობის და უზნეობის დამახასიათებელია.

„ჩვენთვის ყველასთვის არ არის სასიამოვნო პირადი შეურაცხყოფების მოსმენა. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ჩვენი დესტრუქციული, ხელმოცარული და მართლაც დეგრადირებული ოპოზიცია ყველაფერს ცდილობს, რომ რამენაირად პროვოცირება მოახდინოს, ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ, მათ არაფერი დარჩენიათ, გარდა ერთისა, რამენაირად კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია, დაძაბულობა, შფოთვა, ქაოსი, არეულობა შემოიტანონ. შემთხვევით არ დავარქვით ამ ადამიანებს და მათ პარტიას ომის, ნგრევის, ქაოსის პარტია. ყველა ის უბედურება, რაც მათ ჩვენს ქვეყანას მოუტანეს და რაც მათ მმართველობას უკავშირდება. ჩვენი მხრიდან, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, მეტი მოთმინება გვმართებს, ვინაიდან, ჩვენ ვართ ხელისუფლება.

არავის ვუპასუხებ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როცა შვილებზე გადადიან. ეს მიუღებელია, წითელი ზღვარია, ყოველგვარი ამორალურობის და უზნეობის დამახასიათებელი, მაგრამ მინდა ყველა ჩვენს მტერს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით