ირაკლი ჩიქოვანი - ოპოზიციას, პრემიერის და ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ოჯახების წინაშე ბოდიში აქვს მოსახდელი

10 საათი და 30 ოპოზიციონერი დეპუტატი, ამდენი გამომსვლელი და ამდენი ხნის განმავლობაში არცერთი ფრაზა, რომ ამ ქვეყანაში რაიმე კარგი გაკეთდა არა მხოლოდ წინა წელს, არამედ 11 წლის განმავლობაში, ახლა ვთქვათ თუ ვინ არის აცდენილი რეალობას?, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე, რომლებიც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ გააკეთეს.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ოპოზიციას, პრემიერის და ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ოჯახების წინაშე ბოდიში აქვს მოსახდელი.

„საუბარია იმ 11 წელზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" 11 არჩევნები მოიგო. ეს არის ობიექტური რეალობა და ეს არის თუ ვინ არის აცდენილი რეალობას. მაგრამ რას ველით? სხვა არაფერს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც თავისი მმართველობა და ხელისუფლება აქცია წამების და ძალადობის იარაღად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ესეც არის რეალობა! და ოპოზიციაში ყოფნის განმავლობაში კი ვხედავთ იმას, რომ არის უტიფარი ტყუილები, საზიზღარი მანიპულაცია და წარმოუდგენელი უზრდელობა. არადა საქართველოში პირველ რიგში ზრდილობას გვასწავლიან. ან რა უნდა დავარქვათ იმას, რომ ადამიანები საუბრობენ პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრზე, შვილზე, მინისტრების ოჯახებზე, ჩვენ შვილებზე და ამას კიდევ მხარს უჭერს მისი კოლეგა სხვა ოპოზიციონერი პარლამენტარი და უწონებს ამ საქციელს და რა ღირებულებებზე ვსაუბრობთ და რა ღირებულებებით შეიძლება ამ ადამიანებს მივუდგეთ პოლიტიკური ოპონირების პირობებში? ზუსტად ამიტომ, გარდა იმ ბოდიშისა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა ოპოზიციის მხრიდან, მე დავამატებ, რომ მათ აქვთ ბოდიში მოსახდელი პრემიერის და ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ოჯახების წინაშე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება